ოლიმპიური ცეცხლი საქართველოს 69 ქალაქს მოივლის
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე საქართველოში, დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს, ათენიდან ოლიმპიურ ცეცხლს შემოიტანენ.
ოლიმპიური ჩირაღდანი მთელ საქართველოს მოივლის, ჩავა 67 ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, სადაც მოეწყობა ოლიმპიური ცეცხლის დახვედრისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტები. 14 ივლისს კი ოლიმპიური ცეცხლი თბილისში შემოვა.
ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში 700 მეჩირაღდნე მიიღებს მონაწილეობას.