დაკარგული ტყუპი ძმები იპოვეს

სამართალდამცავებმა ტყუპი ძმები აჭარაში იპოვეს და თბილისში მოჰყავთ. ამის შესახებ ტყუპების ძმამ, გიორგი ცანავამ განაცხადა.
“თავს კარგად გრძნობენ, ზღვაზე იყვნენ გაპარულები. ეს რატომ გააკეთეს არ ვიცი. მთავარია, რომ ცოცხლები და ჯანმრთელები არიან. მათ წამოსაყვანად ჩვენ გვინდოდა წასვლა, მაგრამ სამართალდამცავებმა გვითხრეს, ჩვენ უნდა ჩამოვიყვანოთო. ყველას, ვინც მათ ძებნაში, ამ ინფორმაციის გავრცელებაში, დაგვეხმარა, დიდ მადლობას ვუხდით”, – განაცხადა გიორგი ცანავამ.
დაკარგულ მოზარდებს ოჯახის წევრები და სამართალდამცავები 12 ივლისიდან ეძებდნენ.
ფაქტზე გამოძიება 143-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.