“თერჯოლა-მედიში” მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა

ხმაური იყო თერჯოლაში კლინიკა “თერჯოლა მედში”, სადაც ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა.
ოჯახის წევრების თქმით, ბავშვი საღამოს 10 საათზე საოპერაციოდ შეიყვანეს და მცირეწლოვანი ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა.
მათი ინფორმაციით, ბავშვი ორი დღის წინ საწოლიდან გადმოვარდა და ლავიწის ძვალი გაუტყდა, თუმცა ექიმებმა ოპერაცია გუშინ საღამომდე არ გაუკეთეს.
ისინი მომხდარში ანესთეზიოლოგს ადანაშაულებენ. სამედიცინო დაწესებულებაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. დაცვა ამბობს,რომ ექიმები დაკითხვაზე იმყოფებიან.