წინასწარი ინფორმაციით, ვეჯინში გამგებლის წარმომადგენელი დაჭრეს

წინასწარი ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში გამგებლის წარმომადგენელი დაჭრეს.
მას სანადირო თოფიდან, ფეხის არეში ესროლეს. დაჭრილი გურჯაანის საავადმყოფოში მოთავსებულ.
ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთი ვერსიით, ინციდენტი სადაო მიწის ნაკვეთს უკავშირდება.
ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება.