სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლიბისას ორი მუშა დაშავდა

ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან, გვირაბის ჩამონგრევის საქმესთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო. მშენებარე გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, ნანგრევებში ორი მუშა მოჰყვა.

ექიმის ნიკოლოზ დემეტრაძის განცხადებით, ერთ-ერთი დაშავებულის 52 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე ლაპარაკი არ არის, თუმცა მისივე თქმით, მიღებული დაზიანებებიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული პაციენტის მდგომარეობა გართულდეს.

„პაციენტს აღენიშნება თავის ტრავმა, ქალა ძვლების მოტეხილობა, ცხვირის ძვლების მოტეხილობა, არის სისხლჩაქცევა თავში. პაციენტი გადავა განყოფილებაში შემდეგი მკურნალობისთვის, პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, თუმცა დაზიანებებიდან გამომდინარე, მაინც ითვლება როგორც მძიმე, მკურნალობა არის აუცილებელი”,- ამბობს ექიმი ნიკოლოზ დემეტრაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button