“დაკავებულია პირი ოჯახში ძალადობის ბრალდებით”-შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1956 წელს დაბადებული პირი ოჯახში ძალადობის ბრალდებით, დააკავეს.

გამოძიების მტკიცების, “დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობა განახორციელა საკუთარ მეუღლეზე, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. ასევე დადგინდა, რომ დაკავებული მეუღლეს წლების განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა”.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საკუთარი სახლიდან გაქცევას და მიმალვას ცდილობდა.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).

მსგავსი პოსტები

Back to top button