ბორჯომის ხეობაში ცეცხლს 5 ვერტმფრენი აქრობს – პირდაპირი ჩართვა

ბორჯომის ხეობაში ხანძარს მეოთხე დღეა ებრძვიან. საგანგებო შტაბში ამბობენ,რომ ცეცხლის გავრცელება შეჩერებულია, არეალი კი შემცირებული. წუხელ ახალი კერები აღარ გაჩენილა. დილიდან სამუშაოებში ჩაერთო ავიაცია, რომელმაც ღამით შეწყვიტა მუშაობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის მუშაობს 5 ვერტმფრენი, ასევე ერთი შემოფრენა გააკეთა სამაშველო თვითმფრინავმაც, რომელიც საქართველოში თურქეთიდან გუშინ ჩამოვიდა. მუშაობას მალე დაიწყებს ბელორუსიდან ჩამოსული ვერტმფრენი და სომხეთიდან გამოგზავნილი ეკიპაჟები.

პირდაპირ ეთერში გვერთვება ტელეკომპანია “ბორჯომის” ჟურნალისტი ნინო ვართაპეტიანი ►

21055943_504348466576849_393619992454070575_o

მსგავსი პოსტები

Back to top button