ლაგოდეხთან ახლოს 5 ჰა ნაკვეთი დაიწვა

ლაგოდეხთან ახლოს, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ 5 ჰექტარი ნაკვეთი დაიწვა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი დაუდევრობა გახდა. დამწვარია ბუჩქნარი.
როგორც ლაგოდეხის გამგებელმა კახა ჯამბურიამ განაცხადა, “სახანძრო სამაშველო სამსახურმა ოპერატიულად იმუშავა და ხანძრის ლიკვიდაცია მოახდინა”.