ლაგოდეხში “პარკურსა” და “ფრირანისში” ჩემპიონატი გაიმართება

დღეს და ხვალ 16:00 საათზე, ლაგოდეხში “პარკურსა” და “ფრირანისში” საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება.
როგორც რადიო “ჰერეთს” ორგანიზატორებმა განუცხადეს, ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 50-მდე სპორტსმენი და მოყვარული იღებს. ჩემპიონატი ორ ასაკობრივ ჯგუფში გაიმართება. ერთმანეთს შეეჯიბრებიან 12-დან 16 წლამდე მოზარდები და 16 წელს ზემოთ ასაკის ტრეისერები.
მონაწილეებს ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულთათვის დააწესბულია ფასიანი პრიზები. შეჯიბრების ორგანიზატორია, პარკურისა და ფრირანის ფედერაცია, ასევე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრი.