ჰერეთი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთი”, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას, კონკურსის ჩაშლის შესახებ გაასაჩივრებს.
კომისიას დღეს 31 აგვისტოს, ქ. ბათუმში გამოცხადებული კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის კონკურსში გამარჯვებული უნდა გამოევლინა, თუმცა კომისიის ხელმძღვანელმა კახი ბექაურმა თქვა, რომ კონკურსი თავიდანვე ხარვეზით გამოცხადდა, შედეგად კონკურსანტები არათანაბარ პირობებში აღმოჩდნენ.
კახი ბექაურმა სხდომაზე თქვა, რომ კომისია ახალი კონკურსის გამოცხადებას გეგმავს ცალკე რეგიონული კონტენტისთვის და ცალკე თბილისიდან მაუწყებლისთვის. თუმცა, რამაზ სამხარაძე ამბობს, რომ კომისიამ ლიცენზია სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთს” უნდა გადასცეს, რადგან კონკურსის მოთხოვნეს სრულად აკმაყოფილებდა.
მოუსმინეთ რამაზ სამხარაძის ხმას ►