დღეიდან მიმოქცევაში ახალი 5-ლარიანი შევიდა

დღეიდან, განახლებული 5 ლარიანი მიმოქცევაში იქნება. 20, 50 და 100 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტებს 5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტიც შეემატება.
მასზე შენარჩუნებულია თავდაპირველი თემატიკა. 5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით: “განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისგან”.