კახეთში ხანძრის სალიკვიდაცო სამუშაოებში კვლავ ავიაცია ჩაერთო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყის მასივში, გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაცო სამუშაოებში დილიდან კვლავ ავიაცია ჩაერთო.
ადგილზე 2 ირანული ვერტმფრენი მუშაობს. ქართული ვერტმფრენი გეგმიური შემოწმების შემდეგ ჩაერთვება პროცესში.
კოხტას მთის ფერდობზე ახალი კერები არ არის, თუმცა ქარის გამო, ძლიერი დაკვამლიანება იყო.
პარალელურად, ტყეში კვლავ იჭრება გზა, სპეც-ტექნიკის გადასაადგილებლად.
ადგილზე რჩება ცოცხალი ძალაც, თუმცა მათ მუშაობას რთული რელიეფი აფერხებს.