კახეთში 13,2 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებულია

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარისგან, რთველის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. მინისტრის თქმით, რთველი 2017 ორგანიზებულად და წარმატებით მიმდინარეობს.
კახეთის გუბერნატორის განცხადებით კი, რთველის ორგანიზების პროცესში აქტიურად არიან ჩართულები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
დღვანდელი მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 13,2 ათასი ტონა ყურძენი. აქედან, 4,7 ათას ტონამდე რქაწითელი, 6,5 ათას ტონამდე საფერავი, 750 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.