თურქული მედია – ქალაქ დერმეში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

თურქული მედია წერს, რომ ქალაქ დერმეში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. მედიის ცნობით, 51 წლის ქალს ცივი იარაღით ექვსი ჭრილობა მიაყენეს.

შემთხვევა 10 სექტემბერს მოხდა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობებით საქართველოს მოქალაქე დერმეს ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

ადგილობრივმა პოლიციამ ეჭვმიტანილის სტატუსით დღეს 44 წლის თურქი კაცი დააკავა. თურქული მედიის ცნობით, ის ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button