ხანძრის შემდეგ ბორჯომის გამგეობაში პრემიები დაირიგეს

“აგვისტოში ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი და 10 თანამშრომელი ფულად ჯილდოს მიიღებს” – ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგეობის ბრძანებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს გამგებელი დიმიტრი ყიფიანი აწერს. გამგეობის 11 თანამშრომელზე საერთო ჯამში 10 150 ლარი გამოიყო.

გამგებელმა, დიმიტრი ყიფიანმა ყველაზე მაღალი პრემია საკუთარ თავს, მოადგილესა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს გამოუწერა. თითოეულს 1 250 ლარი.

გამგებლის წარმომადგენელმა დაბა წაღვერში 1200 ლარი მიიღო.

გამგებლის წარმომადგენელმა დაბა ყვიბისში 1200 ლარი.

და ეს იმ ფონზე, როცა ბორჯომში სახანძრო სამაშველო სამუშოებში ჩართულ მეხანძრე მაშველებს დაპირების მიუხედავად პრემია არ მიუღიათ.

ინტორმაციის წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button