ავარია საგარეჯოში – შემთხვევას ადამიანი ემსხვერპლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. საგამოძიებო ორგანოში განაცხადეს, რომ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად შუახნის ასაკის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ასევე მსუბუქად დაშავდა სამი მგზავრი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების მანქანები.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.