განახლებული და რეაბილიტირებული პეკინის გამზირი გაიხსნა

21641094_1874770412539550_1795115923815686556_oგანახლებული და რეაბილიტირებული პეკინის გამზირი გაიხსნა.

გახსნის პროცესს თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და პროცესში ჩართული სამსახურების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

დავით ნარმანიას განცხადებით, პეკინის გამზირზე სრულად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგო გზის ახალი საფარი, ასევე მოეწყო ველობილიკი. ავტომობილების მოძრაობა კვლავ ცალმხრივია, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button