ქვემო ხოდაშენში გამგებელის წარმომადგენელი დააკავეს

კახეთში ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ სოფლის გამგებლს ბრალს დღეს წარუდგენენ.

ალექსანდრე ესიტაშვილის ადვოკატის განმარტებით, ის ბრალს არ აღიარებს, თუმცა რა სტრატეგია ექნება დაცვის მხარეს, ცნობილი ბრალის ოფიციალური წარდგენის შემდეგ გახდება.

ფინანსურმა პოლიციამ სოფელ ქვემო ხოდაშენის გამგებელი გუშინ დააკავა. გამოძეიბის ინფორმაციით, მან ღვინის ქარხანაში წარსადგენი ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ათასი ლარი აიღო. ალექსანდრე ესიტაშვილს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button