შემთხვევით გასროლის შედეგად 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა ნადირობის დროს. გამოძიების წინასწარი დასკვნით, სიძემ სანადირო თოფიდან შემთხვევით გასროლის შედეგად ცოლის ძმა მოკლა. შემთხვევა გარდაბანში, იარაღის წმენდის დროს მოხდა.
გარდაცვლილი 32 წლის მამაკაცია. მას ტყვია მუცლის არეში მოხვდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
პირი, რომელსაც იარაღი გაუვარდა, დაკავებულია.