206-ე ბაღის დირექტორი და ორი აღმზრდელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ქვემო ფონიჭალის პოლიციის განყოფილებაში გვიან ღამემდე დაკითხვაზე იმყოფებოდნენ 206-ე საბავშვო ბაღის დირექტორი და ორი აღმზრდელი, რომელებიც მომხდარი ინციდენტის გამო თანამდებობიდან უკვე გაათავისუფლეს.
3 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა. ბავშვი რომელიც საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადავარდა, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ექიმების თქმით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა დაზიანებები საკმაოდ სერიოზულია – პატარას ფილტვი აქვს დაჟეჟილი, გატეხილია სახის ძვალი და აღენიშნება ტვინის შერყევაც. მიმდინარეობს გამოძიება.