თუშეთში მიმავალი გზა დაიკეტა

თუშეთში მიმავალ საავტომობილო გზაზე ინტენსიური თოვის გამო მანქანების მოძრაობა შეიზღუდა.

როგორც თუშეთის გამგებელმა განაცხადა, თოვლის საფარი 20-30 სმ-ს აღწევს. განსაკუთრებით კი რთული ვითარებაა აბანოს უღელტეხილზე, რის გამოც მგზავრებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაიწყო. როგორც კომპანიაში განაცხადეს, ავტომანქანების მოძრაობა შესაძლოა დღის პირველ ნახევარში აღდგეს.

ფშაველი-ომალოს გზა ზამთრის სეზონზე, ყოველწლიურად ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება.

მსგავსი პოსტები

Back to top button