MY VIDEO – ზე ქართული რადიოები განთავსდა

ქართულ, ყველაზე პოპულარულ პორტალ MY VIDEO – ზე ქართული რადიოსადგურები გადახვევის რეიმში განთავსდა.  გარდა პორტალისა რადიოები ასევე განთავსებულია, MY VIDEO-ს TV BOX-ებზე.

პორტალზე ჩვენი კომპანიის სამივე რადიოსადგურია განთავსებული; ჰერეთი, თბილისი, Relax Web Radio .

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დამფუძნებლის რამაზ სამხარაძის თქმით, ეს ბევრად გააადვილებს რადიოს რეიტინგების დათვლას.

“თუ აქამდე სხვადასხვა რადიოსადგური მანიპულირებდა რეიტინგებით, ეს შესაძლებლობა იქნება კიდევ ერთი ალტერნატიული საშუალება დავითვალოთ მომხმარებელთა რაოდენობა და გავზარდოთ შემოსავლები. რადიო ცოცხალია და სულ უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს ახალ პლატფორმებზე” – ამბობს რამაზ სამხარაძე.

ტელევიზიასთან ერთად რადიოს გადახვევა 1 კვირიან პერიოდზეა შესაძლებელი.

MY VIDEO – ზე ამჯერად 19 რადიოსადგურია განთავსებული.

მთელი ქვეყნის მასშტაბით 40-მდე FM რადიო მაუწყებლობს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button