Hereti FM

ნარკოტიკული ნივთიერებები და არადეკლარირებული სიგარეტი ლაგოდეხის საბაჟოზე

11

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა,საბაჟო გამშვებ პუნქტებში “ყაზბეგი” და “ლაგოდეხი” ნარკოტიკული ნივთიერებები ოპიუმი და მარიხუანა აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის მტკიცებით, “ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის სამი მოქალაქისა და საქართველოს ერთი მოქალაქის ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული სატრასპორტო საშუალებების დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერებები ოპიუმი (2,9 გრ.) და მარიხუანა (3,38 გრ.) აღმოაჩინეს”.

გარდა ამისა, მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტებში “7 340 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს”.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცა.

რადიო ჰერეთი