ლიკა ქავჟარაძე გარდაცვლილი იპოვნეს

ცნობილი ქართველი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე გარდაცვლილი იპოვნეს.

რადიო თბილისთან ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. მიმდინარეობს გამოძიება 115 -ე  მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

“პირველადი ინფორმაციით, ლიკა ქავჟარაძე ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა საცხოვრებელ სახლში” – განუცხადეს სამინისტროში რადიო თბილისს.

ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. გადაღებულია ფილმებში: მხოლოდ ერთხელ (1994) ჩაკლული სული (ნატო წერეთელი) (1994) ოქროს ობობა (ელა) (1992) სპირალი (ლია რამიშვილი) (1990) ვამეხი მოდის (დაკარგული საგანძურის საძებნელად) (ლალი) (1988) ჭიდაობას რა უნდა (გიული) (1986) ოჯახი (1985) დიმიტრი II (დედოფალი ნანა) (1982) მუდმივი მეგობარი (შეხვედრამდე მეგობარო…) (1980) დიუმა კავკასიაში (რუს., 1979)სათადარიგო ბორბალი (1978)პეპელა (გოგონა) (1977)ნატვრის ხე (მარიტა) (1976) კავკასიური რომანსი (მარჯანი) (1975)სიყვარული, ივერია და… (1975) მშვენიერი კოსტიუმი (ელისო) (1973)

დიდი პოპულარობა მას  კინორეჟისორ თენგიზ აბულაძის ფილმმა „ნატვრის ხე“ – მ მოუტანა, სადაც მთავარი როლი – მარიტა შეასრულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button