Hereti FM

აფგან მუხთარლის მეუღლემ საქართველო დატოვა

11

საქართველო შვილთან ერთად დატოვა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევამ.

მისმა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა, რომ ლეილა მუსტაფაევას გადაწყვეტილების მიზეზებსა და სხვა დეტალებზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ლეილა მუსტაფაევამ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები არაერთხელ დაადანაშაულა თბილისიდან მისი ქმრის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმის არაეფექტურად გამოძიებაში და განაცხადა, რომ საფრთხე თავადაც ემუქრება.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა, მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებებით.

ჟურნალისტი, რომელიც ამჟამად ბაქოს იზოლატორში იმყოფება, ვარაუდობს, რომ თბილისიდან მის გატაცებასა და აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის გადაცემაში მონაწილეობდნენ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. ამ ვერსიას საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს.

რადიო ჰერეთი