ცესკომ არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო [აუდიო]

თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დღეიდან დაიწყო.
21 ოქტომბრისთვის 9 მილიონ-ნახევარზე მეტი ბიულეტენი დაიბეჭდება. ამომრჩეველმა ადგილობრივ არჩევნებზე 3 ბიულეტენი უნდა შეავსოს.
დღესვე საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ეთიკის კოდექსს, რომლითაც ისინი კანონის პატივისცემის, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების პირობას დებენ.
ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას და კომისიის პრესსპიკერის ანა მიქელაძის ხმა