მედიამონიტორინგი: რადიო ჰერეთი მოვლენებს საერთაშორისო სტანდარტებით აშუქებს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2017/10/radiomonitoring.jpg)
როგორ აშუქებენ მედიასაშუალებები წინასაარჩევნო კამპანიას? რა ტენდენციები გამოიკვეთა წინა წლებთან შედარებით და რა რეკომენდაციებს გასცემენ მედიაანალიტიკოსები?
თბილისში, სასტუმრო “რუმსში”, 19 ოქტომბერს, ევროკავშირისა და გაეროს მხარდაჭერით ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც სამი ქართული ორგანიზაცია ატარებს: “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”, “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი” და “საქართველოს ინტერნიუსი” რადიომონიტორინგის მიხედვით რადიო ჰერეთი საქართველოში ერთადერთი კომერციული რადიოსადგურია, რომლის ახალი ამბები სიღრმისეული, ანალიტიკური და საერთაშორისო სტანდარტებისაა.
რადიო თბილისის კორესპონდენტის, მარიამ ნამგალაძის რეპორტაჟს მოუსმინეთ.