სოფელ მაწიმში დაკარგული ქალი იპოვნეს

რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში 29 ოქტომბერს დაკარგული შუახნის ასაკის ქალი, თინა ჯალიაშვილი იპოვნეს.

წინასწარი ინფორმაციით, ის ჯანმთელია და რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება.

ირკვევა, რომ ქალს გზა აებნა და ერთი ღამე ტყეში გაათენა.

ქალი სოკოს მოსაკრეფად იყო წასული. სამძებრო სამუშაოებში პოლიციასთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც იყო ჩართული.

მსგავსი პოსტები

Back to top button