აქცია პენსიის გაზრდის მოთხოვნით

პენსიის გაზრდის მოთხოვნით, პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საპენსიო თანხის 250 ლარამდე გაზრდა მოითხოვეს.

“ჩვენც ვარსებობთ, ვეღარ ვიჭერთ ქამრებს, თქვენც დაბერდებით“ – აქცია ამ სლოგანით მიმდინარეობდა.

მონაწილეები სახელმწიფო და შშმ პირებისთვის პენსიის საარსებო მინიმუმამდე გაზრდას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები პენსიის გაზრდის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს მიმართავენ.

მოუსმინეთ აქციის მონაწილეების და მმარველის გუნდიდან აკაკი ზოიძის ხმას ►

მსგავსი პოსტები

Back to top button