ირმა ხეცურიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

რომში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პარამოფარიკავეთა შორის, ოქროს მედლის მფლობელი, ირმა ხეცურიანი გახდა.

ქართველმა სპორტსმენმა ჯგუფურ ეტაპზე, ბერძენი, იტალიელი, ფრანგი და უკრაინელი მეტოქეები დაამარცხა.

ნახევარფინალში გადასასვლელ შეხვედრაში, ხეცურიანის მოწინააღმდეგე პოლონელი პაჩეკი გახლდათ, რომელსაც 15-6 მოუგო. ნახევარფინალში, ხეცურიანმა კიდევ ერთ პოლონელს, ინა ჰარეზას 15-10 აჯობა.

გადამწყვეტ დაპირისპირებაში კი, ანალოგიური ანგარიშით ტაილანდელი მეტოქე დაამარცხა და ტურნირის ტრიუმფატორი გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button