კახეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თელავი-გომბორის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ ორი მგზავრი.

ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. გარდაცვლილი, 35 წლის კაცი სოფელ ყარაჯალადანაა, ორი დაშავებული კი პანკისის ხეობიდან.

გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button