კახეთში საკრებულოს თავმჯდომარეები აირჩიეს

კახეთში, მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომები გაიმართა. დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარეები, მისი მოადგილეები და მუდმივმოქმედი კომისიის წევრები აირჩიეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი გახდა. ის ამ თანამდებობას უკვე მეორედ იკავებს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა კი გია შაოშვილმა ჩაიბარა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, ყოფილი გამგებელი კახაბერ ჯამბურია აირჩიეს. ჯამბურიას მოადგილედ გიორგი ღამბაშიძე.
ღამბაშიძეც და ჯამბურიაც ლაგოდეხის ახალი მოწვევის საკრებულოში მმართველი პარტიის პროპორციული სიით მოხვდნენ.
საკრებულოს წევრებმა დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნუგზარ პაპიაშვილი აირჩიეს, მოადგილედ გოჩა სამუკაშვილი.
საკრებულოს წევრებმა ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს დავით ქევხიშვილი.
წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარედ თელავში მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერი არჩილ თხლაშიძე აირჩიეს. თხლაშიძის მოადგილე კი “ქართული ოცნების” სიის მეორე ნომერი, გიგა ორკოდაშვილი გახდა.
საკრებულოს სხდომები 20 ნოემბერს გაიმარათა.