სპეცოპერაციისას დაზარალებულები სახლებში შეუშვეს

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, იმ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, პერიმეტრს კვლავ სპეცრაზმი და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ.

სროლებისა და აფეთქებების შედეგად დაზიანებული სადარბაზოს მოსახლეობა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში რამდენიმე წუთის წინ შეუშვეს. ისინი ბინებიდან კუთვნილი ნივთების გამოტანას ითხოვდნენ.

ადგილობრივების განცხადებით, ვითარება 46-ე კორპუსში რთულია, რადგან სადარბაზო, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები იმყოფებოდნენ, სრულად ამორტიზებულია.

მოსახლეობა ამბობს, რომ 46-ე კორპუსის მესამე სადარბაზოში ცხოვრება საშიშია.

კორპუსის ვარგისიანობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა კი სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button