ქუთაისის ტორპედო საქართველოს ჩემპიონია

15 წლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისელებმა ჩემპიონობა თბილისში დინამო არენაზე იზეიმეს.

ბოლო ტურის შეხვედრაში დინამომ საკუთარ მოედანზე ტორპედოს უმასპინძლა. თბილისელებს მიზნის მისაღწევად ფრეც აძლევდათ ხელს, ქუთაისელებს კი მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე გავიდა.ვლადიმერ კორობკას ჩაწოდებულ ბურთზე ყველას თორნიკე კაპანაძემ დაასწრო და ახლო მანძილიდან აუღებელი დაურტყა დინომოს კარის დარაჯს სერგეი ლიტოვჩენკოს.

მსაჯის მიერ კომპესირებული დროის ბოლო წამებზე დინამოს ტიტულის გადარჩენის იდეალური შანსი მიეცა, თუმცა ოთარ კიტეიშვილის პენალტი ტორპედოს მეკარემ როინ კვასხვაძემ მოიგერია და ქუთაისის ტორპედოს ნანატრი ჩემპიონობა მოუპოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button