Hereti FM

გაეროს ტრიბუნალზე ხორვატმა გენერალმა თავი ციანიდის გამოყენებით მოიკლა

69
Share Button

ბოსნიელი ხორვატების ყოფილი გენერალი სლობოდან პრალიაკი კალიუმის ციანიდის მოქმედებით გამოწვეული გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ამის შესახებ ნიდერლანდების გენერალური პროკურატურა იუწყება.

“ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის წინასწარი შედეგები პრალიაკის სისხლში კალიუმის ციანიდის კონცენტრაციაზე მეტყველებს”, – ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

ამასთან, გამოძიება არკვევს, საიდან აღმოაჩნდა პრალიაკს ქიმიური ნივთიერება და როგორ შეიტანა მან შხამი სასამართლოს შენობაში უსაფრთხოების მკაცრი ზომების მიუხედავად.

29 ნოემბერს ყოფილი იუგოსლავიის საკითხების საერთაშორისო ტრიბუნალი ქალაქ ჰააგაში პრალიაკის აპელაციას განიხილავდა. როდესაც სასამართლომ გამოაცხადა, რომ 2013 წლის მაისში ყოფილი გენერალ-მაიორის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი – 20 წლით თავისუფლების აღკვეთა – ძალაში რჩება, პრალიაკი ფეხზე წამოდგა, განაცხადა, რომ უდანაშაულოა და მოსამართლეთა თვალწინ შხამი დალია. რამდენიმე საათში ის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი