კულტურამოზაიკა

“მეგას” მე-18 დაჯილდოება

 

თბილისი არტ ჰოლში მეგას მუსიკალური დაჯილდოების მე-18 ცერემონია გაიმართა. წლის შემაჯამებელი მუსიკალური პრემია ქართული ესტრადისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს 25 სვადასხვა ნომინაციაში გადაეცათ. მეგა 2017-ზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ წლის პატრიოტული სიმღერის, ემიგრანტების სიმპათიის, წლის დუეტის, წლის კლიპის, საუკეთესო ქორეოგრაფიული ანსამბლის, საუკეთესო კომპოზიტორისა და სხვა ნომინაციებში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული ხელოვნების და კულტურის წარმომადგენლებმა, ძველი და ახალი თაობის მომღერლებმა, კომპოზიტორებმა, ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა. დაჯილდოების ცერემონია 1 დეკემბერს გაიმართა.

პრემია მეგა, ჟურნალისტმა და გამოცემა ,,ვარსკვლავების” მფლობელმა ბესო ჩუბინიძემ  1999 წელს დააფუძნა. რადიო თბილისი მეგას მედიპარტნიორია. მოისმინეთ ბესო ჩუბინიძის და წლის პოპულარული სიმღერის ნომინაციაში გამარჯვებული პაატა თედიაშვილის კომენტარები.

[fap_track id=”67512″ layout=”list” enqueue=”no” auto_enqueue=”yes”]

მსგავსი პოსტები

Back to top button