მნიშვნელოვანიმსოფლიო

“თავისუფლება” და “ამერიკის ხმა” რუსეთში უცხოელ აგენტებად დარეგისტრირდნენ

მედიასაშუალებები “რადიო თავისუფლება” და “ამერიკის ხმა” რუსეთში უცხოელ აგენტებად დარეგისტრირდნენ. ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” ვებგვერდი იუწყება. არსებული ინფორმაციით, მათთან ერთად უცხოელ აგენტებად დაფიქსირდნენ ამ მედიასაშუალებების შემადგენლობაში მყოფი 7 მედიაორგანიზაცია.

ვლადიმერ პუტინმა მედიის უცხოელ აგენტად რეგისტრაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

1 დეკემბერს ცნობილი გახდა ისიც, რომ ამერიკელი ჟურნალისტები შესაძლოა რუსეთის დუმაში აღარ შეუშვან.

მოსკოვის ეს ქმედება ვაშინგტონის გადაწყვეტილების საპასუხო ზომაა. მანამდე რუსული ტელეკომპანია RT-ის ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში აკრედიტაცია გაუუქმეს.

2017 წლის 10 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტში რუსული ტელეკომპანია RT უცხო ქვეყნის აგენტად დაარეგისტრირეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button