Hereti FM

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

47

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დააკავეს. ის სამართალდამცველებმა საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ჩამოიყვანეს. მიხეილ სააკაშვილს ბრალის დადგენილება კიბეებზე ჩაყვანისას გააცნეს.

პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, სააკაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები 2017 წლის 5 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე განახორციელა.

მომხრეები მანქანას გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ. საქართველოს ექსპრეზიდენტი, კიევში, სახლის სახურავზე იყო. უკრაინაში, საქართველოს ექსპრეზიდენტის სახლთან სპეცრაზმი გამოჩნდა და ამ დრომდე რჩება.

ადგილზე იმყოფებიან სააკაშვილის მხარდამჭერებიც.

რადიო ჰერეთი