მნიშვნელოვანიმსოფლიო

პროკურატურა სააკაშვილისთვის შინა პატიმრობას მოითხოვს

კიევის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინა პატიმრობას მოითხოვს.

ამ საკითხზე სასამართლო სავარაუდოდ, დღესვე იმჯელებს თუმცა, ამ დრომდე ვერ ხერხდება იმ მანქანის გადაადგილება, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, რადგან მის მხარდამჭერებს მიკროავტობუსი ბლოკირებული აქვთ.

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, უკრაინელმა სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის გარდა, სევერიონ დანგაძე დააკავეს.

ამის შესახებ განცხადება ლუცენკომ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, დანგაძის დაკავება ლვოვში სპეცოპერაციის შედეგად მოხდა. გენერალური პროკურორი ამბობს, რომ დანგაძემ რუსეთის საზღვრიდან გაქცევა სცადა, თუმცა სპეცრაზმის თანამშრომლებმა მისი დაკავება შეძლეს.

ლუცენკოს ინფორმაციით, ამოღებულია დიდი რაოდენობის თანხა. მას უკვე წარუდგინეს ბრალი და დაკითხეს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ ამოღებულ იქნა მისი უცხოური პასპორტიც. ლუცენკო ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოქმედებები დეტალურად იქნება შესწავლილი დამას შემდეგ გრძელდება გამოძიება.

მსგავსი პოსტები

Back to top button