Hereti FM

რუსეთს ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობა აეკრძალა

68

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს სპორტსმენებს 2018 წლის ოლიმპიურ თამაშებში გამოსვლის უფლება მხოლოდ ნეიტრალური დროშით მისცა.

სპორტსმენებს რუსული ეკიპირებით ოლიმპიადაზე გასვლა ეკრძალებათ.

მათი გამარჯვების შემთხვევაში არც რუსული ჰიმნი გაჟღერდება. რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი დოპინგ-სკანდალი გახდა, რომელშიც რუსი სპორტსმენები ფიგურირებენ.

რუსეთი დოპინგის გამო, ოლიმპიადაში მონაწილეობას პირველად ვერ მიიღებს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას ხმაურიანი განცხადებები მოჰყვა რუსეთში.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა სვეტლანა ხორკინამ მსოფლიოს შეახსენა, რომ დიდ რუსეთს ბირთვული იარაღი აქვს და უძლეველი არმია ჰყავს, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი კი ყველა ჩეჩენ ოლიმპიელს დააჯილდოვებს, თუმცა კორეაში ოლიმპიადაზე არ გაუშვებს.

ვარაუდობენ, რომ თავის პოზიციას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც დააფიქსირებს.

რადიო ჰერეთი