Hereti FM

საქართველოს მაქალაქე ბარგში დამალული იპოვეს

75
Share Button

თურქმა მესაზღვრეებმა სარფის საბაჟოზე საქართველოს მაქალაქე ბარგში, ერთ-ერთ ჩანთაში აღმოაჩინეს. თურქული მედიის ცნობით, ის 22 წლის ქალია და მას თურქეთში შესვლა აკრძალული ჰქონდა. ამ ფაქტის შემდეგ ის დააპატიმრეს.

დაკავებულია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც ახალგაზრდა ქალს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ეხმარებოდა.

მესაზღვრეებმა ბარგის ჩხრეკის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთ-ერთი ქალი, ასევე საქართველოს მოქალაქე თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლას დიდი ზომის ჩანთით ცდილობდა.

ორივე ქალი მოგვიანებით, ართვინის რეგიონის სადაზვერვო სამსახურებს გადასცეს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი