მნიშვნელოვანირეგიონი
“მანდატურმა მოსწავლეს ელექტროშოკის აპარატი უპოვა” [ვიდეო]
რუსთავის მე-18 საჯარო სკოლაში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოსწავლეს მანდატურმა ექლექტროშოკის აპარატი უპოვა. სამართალდამცველები დეტალებზე არ საუბრობენ. თბილისის ზოგიერთ სკოლაში დღეს მანდატურებმა მოსწავლეების შემოწმება დაიწყეს. როგორც განათლების მინისტრი განმარტავს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, შემოწმება გასულ წელსაც ამ დროს ხდებოდა იმისათვის, რომ მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორიაზე საახალწლო პიროტექნიკა არ შეიტანონ.
ვიდეო ქვემო ქართლის ტელეკომპანიამ გაავრცელა ►