Hereti FM

Welcome To Georgia – The Musical- საქართველოს შესახებ მიუზიკლი იქმნება

54

“Welcome To Georgia – The Musical”- ასე ჰქვია ახალ მუსიკალურ სპექტაკლს საქართველოს შესახებ, რომლის პრემიერა 2018 წლის იანვარშია დაგეგმილი.

მიუზიკლი ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრში დაიდგმება და ის საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის და კულტურის შესახებ მოუთხრობს.

სპექტაკლი დატვირთულია ისეთი ეროვნული ელემენტებით, როგორებიცაა ნაციონალური სამოსი, ცეკვები, პოლიფონიური და ქალაქური სიმღერები და ა.შ.

წარმოდგენა, რომელიც რომანტიკული კომედიის ჟანრისაა, მოგვითხრობს ფრანგი გოგონასა და ქართველი ბიჭის სიყვარულის ისტორიას საქართველოს ისტორიულ მხარეში, კახეთის რეგიონში.

მიუზიკლი 90 წუთს გრძელდება და მასში მონაწილეობას 18 მსახიობი იღებს.

 

 

ინფორმაციის წყარო

რადიო ჰერეთი