Hereti FM

მარგველაშვილმა რაიმონდ პაულსი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

31

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რაიმონდ პაულსი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტის სახელით ცნობილ ლატვიელ კომპოზიტორს და ჯილდო საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ გადასცა.

ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე თენგიზ ფხალაძემ ქართველი და ლატვიელი ხალხების მეგობრობის საქმეში რაიმონდ პაულსის წვლილზე ისაუბრა. თავის მხრივ რაიმონდ პაულსმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს სახელმწიფო ჯილდოათვის.

რადიო ჰერეთი