მნიშვნელოვანისაქართველო

პაატა ბურჭულაძე მთავარ პროკურატურაში დაიბარეს

ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე 13 დეკემბერს მთავარ პროკურატურაში დაიბარეს.

როგორც პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განაცხადა, მსოფლიო ბანი გამოძიების კითხვებს “იავნანას” ფონდიდან დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით უპასუხებს. ბურჭულაძის ოჯახის წევრებს დაკითხვის უწყება დღეს ჩაბარდათ. ჯერჯერობით უცნობია გამოცხადდება თუ არა ბურჭულაძე საგამოძიებო უწყებაში.

მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო.

პროკურატურაში თქვეს, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცეპრეზიდენტის განცხადება, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისათვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button