მნიშვნელოვანისაქართველო

აქცია უკრაინის საელჩოსთან

თბილისში, უკრაინის საელჩოსთან “ნაციონალური მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს.

ოპოზიციური პარტიის წევრები და სააკაშვილის მხარდამჭერები, კიევში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ. ისინი სასამართლოს განაჩენის მოლოდინში არიან და უჭირთ ვარაუდის გამოთქმა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პეჩორის რაიონული სასამართლო.

მიხეილ სააკაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოს შენობაში უკვე გადაიყვანეს.

პროკურატურა სააკაშვილისთვის ორთვიან შინა პატიმრობას მოითხოვს.

უკრაინელმა სამართალდამცავებმა სააკაშვილი 8 დეკემბერს, კიევში დააკავეს და უშიშროების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით, რაც გულისხმობს დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეთა დახმარებას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას.

მსგავსი პოსტები

Back to top button