“თბილისში სარემონტო სამუშაოების დროს მუშა გარდაიცვალა” – მერია

“თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, სასტუმრო “მეტეხის” ეზოში სარემონტო სამუშაოების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა, ერთი კი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს”, – ამ ინფორმაცია თბილისის მერია ავრცელებს.

სამშენებლო სამუშაოებს შპს “დეკო” აწარმოებს. გამოძების წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ამწე რომელიც კოჭების გადაადგილებას ახორციელებდა, გადატრიალდა. დაწყებულია გამოძიება და შესაბამისი სამსახურები შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს სწავლობენ.

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურიში განაცხადეს, რომ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით სამშენებლო ობიექტს შეისწავლიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button