Hereti FM

ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მერაბიშვილის გათავისუფლებას სთხოვენ

30

ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას ყოფილი პრემიერმინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვენ. განცხადებაში, რომელსაც ხელ აწერს 9 დეპუტატი, წერია, რომ ევროპელი დეპუტატები ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე მიუთითებენ.

“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის საბოლოო და გამორჩეულ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას, ყოფილი პრემიერმინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომლითაც დადგინდა, რომ მთავრობამ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი მაშინ, როდესაც მისი დაკავება ემსახურებოდა “ფარულ გეგმას” და „ფარულ მოტივებს. მოვუწოდებთ საქართვლოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ბატონი მერაბიშვილი,” – აღნიშნულია წერილში.

რადიო ჰერეთი