სირიაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

სირიაში, საბრძოლო მოქმედებების შედეგად პანკისელი გიორგი მარგოშვილი, იგივე ფეიზულ კუშტანაშვილი დაიღუპა.

ის სირიაში “კავკასიის იმარატის” ხელმძღვანელი იყო. 39 წლის დუისელი 2012 წელს ლოპოტას სპეცოპერაციაშიც ფიგურირებდა.

ოჯახი რომელიც პანკისში ცხოვრობს, მომხდარს ადასტურებს.

ბოლო წლების განამავლობაში ეს სირიაში პანკისიდან წასული მებძოლის დაღუპვის 25-ე შემთხვევაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button