კაცს, რომელიც პოლიციას ცემაში ადანაშაულებს, 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ოდენა ბარამია, რომელიც სენაკის პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით მიუსაჯა.

ოდენა ბარამიას ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ასოციაციის იურისტმა, ეკა ციმაკურიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ოდენა ბარამია სასამართლომ მიიჩნია დამნაშავედ ცრუ ჩვენების მიცემაში ისე, რომ არ გამოკითხა ყველა მოწმე და არ შეისწავლა ის, თუ საიდან გაუჩნდა მას ფიზიკური დაზიანებები სხეულზე.

საია–ს თავმჯდომარე სულხან სალაძე ამბობს, რომ ეს საქმე საშიშია იმით, რომ არ გამოუკვლევიათ პოლიციელების ბრალეულობა, არამედ საქმე გადააკვალიფიცირეს ცრუ დასმენაზე და დაადანაშაულეს ის, ვინც პოლიციელებს სდებდა ბრალს. სალაძემ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ პროკურატურის მოწმეები მარტო პოლიციელები იყვნენ.

 

 

ინფორმაციის წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button